საღამო ამნაირ სახის
დარდივით გაჩნდება ისევ
დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს
დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს
გათავდა ცრემლების თოვა
ო, ხსოვნას რა ნელა ძინავს
და თეთრი ქალწული - გლოვა
ეცემა სისხლიან მინას
Continues after the ad
და ირგვლივ სამარეს უვლის
ფარული სურვილის ლანდი
და ჩემი მწუხარე სული
მსგავსია დათოვლილ სანთლის
ეს მხარე ღამდება, რადგან
ცისფერი იმედი მიდის
როგორი სიჩუმე დადგა
ო, როგორ ჩამოწვა ბინდი!
მე წავალ სხვანაირ სახით
ჩემს წასვლას დიდება მისდევს
დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს
დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს