სიმღერა

Niaz Diasamidze

Continúa después del anuncio

შენი თვალების ფერია ცა
გაფანტე ღრუბელი და მანახე მზე
შენი ღიმილი სიცოცხლეს ჰგავს
უნდა გაკოცო, ნუ გაწევ თავს

ვიცი, გიყვარვარ, მიყვარხარ მეც
ამას ამბობენ მთვარეცა და მზეც
ჩემო ლამაზო, მე არ ვეძებ სხვას
უნდა გაკოცო და ნუ გაწევ თავს
ჩვენი შეხვედრა სამუდამოს ჰგავს
იმღერე რამე და მე გეტყვი ხმას

Continúa después del anuncio

მოგვენატრება ეს პირველი დღე
პირველი ღიმილი და თვალების მზე
მოვა ზამთარი, დაათოვს თმას
ისე მომწონხარ, ვერ გაშორებ თვალს

ვიცი, გიყვარვარ, მიყვარხარ მეც
ამას ამბობენ მთვარეცა და მზეც
ჩემო ლამაზო, მე არ ვეძებ სხვას
უნდა გაკოცო და ნუ გაწევ თავს
ჩვენი შეხვედრა სამუდამოს ჰგავს
ნავში ჩავსხდეთ და გავუყვეთ გზას

Información de la canción

Composición: Niaz Diasamidze y 33A

¿Los datos están equivocados?

Enviar revisão

Canciones relacionadas