Continúa después del anuncio

დილილმე გამათხოვებენ
დილილმე წამიყვანენა
პატარძლის კაბას გამხდიან
ნეფესთან დამაწვენენა
დილილმე, დილილმე, დილილმე ნეფესთან დამაწვენენა

ახალი პატარძალი ვარ
ახლად წავედი წყალზედა
სიზარმაცემ შემაწუხა
ჩამძინებია გზაზედა
დილილმე, დილილმე, დილილმე ჩამძინებია გზაზედა

Continúa después del anuncio

მამამთილს დაუნახივარ
ჯოხი მაყარა ტანზედა
კოკა (ც) იქ დამვიწყებია
გამოქცეულსა გზაზედა
დაიმე, დაიმე, დაიმე გამოქცეულსა გზაზედა

წინ დედამთილი შემომხვდა
ახლი მან მაცვა ჯვარზედა
წამოუფრინე დედამთილს
წიხლი ამოვკარ ძალზედა
დილილმე, დილილმე, დილილმე წიხლი ამოვკარ ძალზედა

ჩემმა ქმარმა შემომხედა
ნამტირალევსა თვალზედა
ახლა იმან დამიმატა
მეხი დაეცეს თავზედა
მეხი, მეხი, მეხი მეხი დაეცეს თავზედა

Información de la canción

Composición:

¿Los datos están equivocados?

Enviar revisión